საშე – კოსმეტიკის შესაფუთი მინი-ვარიანტი. ხშირად საშეს სახით ვყიდულობთ ტესტერს ან სახის ერთჯერად ნიღაბს.
კარლერი - წამწამების ასახვევი მაშა.
ჰაილაიტერი – კრემის ან პუდრის ტექსტურის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც სინათლის ამრეკლავი სპეციალური ნაწილაკების მეშვეობით ბუნებრივ სიბზინვარეს ანიჭებს კანს.
კაბუკი – ჰაილაიტერის, პუდრის, ღაწვის ჩრდილის ("რუმიანის") წასასმელი ფუნჯი. მას სქელი ჯაგრისი აქვს, მაგრამ მოკლე ხელი. სტილისტების არსენალში ის ძირითადი ინსტრუმენტია.
მატჩი – ქუთუთოების ნიღაბი, რომელიც გაჯერებულია დამატენიანებელი და გამამკვრივებელი ნივთიერებებით. გამოდის ნახევარმთვარის სახით და ის ძალიან მოსახერხებელი გამოსაყენებელია.
რემუვერი – ფრჩხილის ლაქის ან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
მინიმაიზერი – გელი ან შრატი, რომელიც კრავს ფორებს; ხშირად იყენებენ მაკიაჟის ქვეშ, როგორც ფუძეს.
ბაფი – სწორკუთხოვანი ფორმის მქონე ფრჩხილის ქლიბი.
კაიალი – სპეციალური ფანქარი, რომელსაც ხშირად ქვედა ქუთუთოზე წასასმელად იყენებენ.
სტეინი – სუპერმდგრადი თხევადი ან გელისმაგვარი პომადა. ტუჩზე ჩერდება მთელი დღე, თუმცა აშრობს ტუჩის კანს.
პლამპერი – ტუჩის მბზინავი საცხი, რომელიც შეიცავს მენთოლის, წითელი წიწაკის ან ჯანჯაფილის ექსტრაქტს, რის ნიადაგზეც ტუჩებს ეძლევა მოცულობა და ის ბევრად სქელი და მიმზიდველი ჩანს.