ზედმეტი ქლორი - აუზში ცურვის შემდეგ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
შხაპის მიღების შემდეგაც ქლორი კანზე რჩება და შესაძლოა, რეაქციაში შევიდეს მედიკამენტებთან, სახის გამწმენდთან და ლოსიონთან. ქლორის ეფექტურად მოსაშორებლად დამატებით საპნის ქაფით ჩამოიბანეთ კანი.
მაკიაჟით ძილი
მაკიაჟით დაძინებამ შეიძლება ბაქტერიული ინფექციები და ფორების დაბინძურება გამოიწვიოს. მაკიაჟის ნაწილმა კი, რომელიც ბალიშზე რჩება, შეიძლება ცუდად გაგხადოთ. ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი.
ყავა
კოფეინი მშრალ კანს არ უხდება და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. დაატენიანეთ კანი და დალიეთ ბევრი წყალი. ერთი ჭიქა ყავა წყლის მარაგს ორგანიზმში საგრძნობლად სწევს დაბლა.
მუწუკების ამორწყვა
კანიდან მუწუკის ხელით ამოღება ჭუჭყს და ბაქტერიებს ღრმად, ფორებში უშვებს, რაც უფრო მეტი მუწუკის წარმოქმნას უწყობს ხელს.
საჭმლის მიღების დროის გადაცდენა
თუ საუზმიდან პირდაპირ ვახშამს მიირთმევთ, კანი გაცილებით მალე დაბერდება და გამოშრება. ეცადეთ, საკვებად ხშირად მიიღოთ ფორთოხალი, მიწის თხილი, ავოკადო და კარტოფილი. ამით კანის ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ.
წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება
ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება არა მხოლოდ დაბერებასთან ბრძოლაში შეგიწყობთ ხელს, არამედ კანს ჯანმრთელ ბზინვარებას მიანიჭებს.
იხილეთ სრულად: ambebi.ge