ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ თმის ლამინირების რამდენიმე რეცეპტი სხვადასხვა ინგრედიენტით. დღეს გასწავლით სახლის პირობებში თმის ლამინირების კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც არა მარტო გაგისწორებთ თმას და მიანიჭებს მას სალონში დავარცხნილის იერს, არამედ გააჯანსაღებს კიდეც.
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
1 კვერცხი;
4 სუფრის კოვზი კეფირი ან თხელი იოგურტი;
2 სუფრის კოვზი მაიონეზი;
1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი.
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმის მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ასევე იხილეთ:
თმის ლამინირება ჟელატინით, სახლის პირობებში
როგორ დავიტალღოთ მსუბუქად თმა სახლის პირობებში ბიგუდებისა და ელექტროსახვევის გარეშე