ონიქოლოგია – მეცნიერებაა, რომელიც ფრჩხილის მდგომარეობას შეისწავლის. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ფრჩხილების მდგომარეობის მიხედვით, 20-მდე დაავადების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი. თანაც იქამდე, სანამ ეს დაავადება გამოვლინდება.
მაგალითად, თეთრი ლაქები ფრჩხილზე (ისინი, რომლებიც ჩვენს ბავშვობაში საჩუქარს მოასწავებდა
) ორგანიზმში კალცისა და თუთიის ნაკლებობის მაჩვენებელია.
იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმს თუთია აკლია, ასევე მოასწავებს თქვენი ფრჩხილის ზედაპირზე ამობურცული განივი ზოლები.
ხოლო ამობურცული სიგრძივი ზოლები ფრჩხილზე, ქრონიკულ ანთებით პროცესზე ან რევმატიზმის საწყის ეტაპზე მიუთითებს.
ქრონიკული ბრონქიალური დაავადებების დროს ფრჩხილები ამობურცული ხდება.
ფრჩხილის ფერიც ბევრ რამეზე მეტყველებს: ცუდი სისხლის მიმოქცევის ან ანემიისას
ფრჩხილები მოლურჯო შეფერილობას იღებს, ხოლო მოყვითალო ისინი მაშინ ხდება, როცა ადამიანს ღვიძლი აწუხებს ან მწეველია.
თუ ფრჩხილები გეყოფათ და გეფცქვნებათ, ეს თქვენს ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს.