ნახეთქები კანზე ბევრი ქალის პრობლემაა. დღემდე მიიჩნეოდა, რომ მისი გაქრობა შეუძლებელია და ამიტომაც ქალები ამ ნაკლს ეგუებოდნენ.
დღეს არსებობს უამრავი კოსმეტიკური და პლასტიკური საშუალება კანზე ნახეთქების გასაქრობად, თუმცა არანაკლებ ეფექტურია შინაური და ხელმისაწვდომი საშუალებებით მასთან ბრძოლა.
მუმიეს კრემი:
ერთ ჩაის კოვზ ადუღებულ წყალში გახსენით ერთი გრამი მუმიე. მიღებული მასა შეურიეთ 100 გრ ბავშვის კრემში. მიღებული კრემი შეიზილეთ ყოველდღე პრობლემურ ადგილებში. კრემი შეინახეთ მაცივარში.
ზეთი:
აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნუშის ზეთი და მასში ჩააწვეთეთ დაახლოებით 8 წვეთი როზმარინის ზეთი. შეიზილეთ ზეთი ყოველდღიურად პრობლემურ ადგილებში.
შინაური სკრაბი:
დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა მარილი და ამდენივე შაქარი, რომლებსაც შეურევთ 1/4 ჭიქა პალმის ზეთს. გაითვალისწინეთ, რომ პალმის ზეთი ცოტათი ძვირია და ის ყველგან არ იყიდება. ამიტომაც შეგიძლიათ ის სხვა ნებისმიერი ზეთით ჩაანაცვლოთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. პროცედურის ჩატარება უმჯობესია შხაპის მიღების წინ, რათა შემდეგ ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ბოლოს კი წაისვით ტანის კრემი.
ვიტამინები, რომლებიც ნახეთქებს გაგიქრობთ:
1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთს შეურიეთ ამდენივე რაოდენობის ალოეს წვენი, დაუმატეთ 5 წვეთი ვიტამინი A და 10 წვეთი ვიტამინი E. მიღებული მასა დილა-საღამოს შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. კრემი შეინახეთ მაცივარში.