ბრინჯის წყალი შეიცავს ვიტამინებს B, C, E და ასევე, მინერალებს. ეს შემადგენლობა ავიწროებს ფორებს, არბილებს და კაშკაშას ხდის კანს.
სხვათა შორის, ასეთი ჯადოსნური შემადგენლობა იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან.
გთავაზობთ ცნობილ აზიურ რეცეპტებს
1) კანის გაწმენდა - დაგჭირდებათ ცოტაოდენი თეთრი ბრინჯი და ონკანის წყალი. გარეცხეთ 0,5 ჭიქა ბრინჯი, მოათავსეთ ემალირებულ ჯამში და დაასხით 1 ჭიქა წყალი. დატოვეთ 15 წუთით. ამ პერიოდში ვიტამინები და მინერალები დაიწყებენ წყალში გაჟონვას.
შემდეგ გადაასხით წყალი სუფთა ჭურჭელში. სწორედ ეს წყალი წარმოადგენს ეფექტურ დასაბან საშუალებას კანისთვის. ბრინჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძის მოსამზადებლად. დაიბანეთ სახე ბრინჯის წყლით მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით 1 წუთის განმავლობაში. წყალი შეინახეთ მაცივარში ჰერმეტულად დახურულ მდგომარეობაში, არა უმეტეს 5 დღისა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge