ხშირად ხდება, როცა ყველაზე საჭირო და საპასუხისმგებლო მომენტში საჭირო ნივთები და კოსმეტიკური საშუალებები ხელთ არ აღმოგვაჩნდება.
თუმცა, ამის გამო პროცედურებზე უარის თქმა არ ღირს: BEAUTY-პროდუქტების უმეტესობას აქვს თავისი შემცვლელები, რომლებიც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ცნობილი მარკების პროდუქტები.
- თვალის ქვეშ შეშუპებას სწრაფად და ეფექტურად ჩაგიცხრობთ ჰემოროის საწინააღმდეგო მაზი. ეს ხუმრობა არ არის. პიკანტური პრობლემის მოსაგვარებელი პრეპარატები ხომ ბევრ ისეთ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ამკვრივებს კანს და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
- გახეხილი კარტოფილი, ოხრახუში და ჩაის ფერი - იყო და რჩება თვალის ირგვლივ სიშავეების მოსაშორებელ საუკეთესო ხალხურ საშუალებად. მთავარია, რომ კარტოფილი იყოს უმი, ოხრახუში – წმინდად დაჭრილი, ხოლო ჩაი – შავი.
- დაიბანეთ ცივი მინერული, გაზიანი წყლით სახე. გაზის ბუშტუკები სისხლის მოძრაობას უწყობს ხელს. ჩააწურეთ წყალში ცოტაოდენი ლიმონი და ფორებიც შეიკვრება.
- კეფირი, შავი პურის რბილობი, ლიმონის წვენი – უძველესი დროიდან გამოიყენება ფორების შემკვრელ ნიღბად. სამივე ინგრედიენტს ერთი რამ აერთიანებს – მჟავე გარემო. მჟავა კი, როგორც ცნობილია, ეფექტურად აცილებს გარქოვანებულ ნაწილებს კანს და ათანაბრებს მას. მაგრამ სამზარეულოში შეჭყეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ ხელთ არ გაქვთ ამქერცლავი, კოსმეტიკური საშუალება.
- მშრალი შამპუნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის პუდრი, ე.წ. ტალკი. დაიყარეთ ის ნასვრეტებიანი სამარილეთი და დაივარცხნეთ.
- გინდათ, სასწრაფოდ მოიშოროთ სახიდან გამონაყარი ან მისგან დარჩენილი სიწითლეები? ბამბის დისკოზე დააწვეთეთ ცოტაოდენი "ვიზინი" (ან ჩაწითლებული თვალების საწინააღმდეგო სხვა საშუალება), შედეთ საყინულეში 5 წუთით და შემდეგ დაიდეთ ანთებით ადგილას. 3 წუთში გამონაყარი დაცხრება და გაფერმკრთალდება. ზუსტად ასევე მოქმედებს წყლაში ოდნავ დასველებული ასპირინის აბი. ის ტუჩზე ჰერპესსაც შველის.
- ღრუბელივით ათქვეფილი კვერცხის ცილა იყო და რჩება ფორების შემკვრელ საუკეთესო საშუალებად. წაისვით ის სახეზე, აცადეთ, რომ გაშრეს, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ბოლოს წაისვით დამატენიანებელი კრემი.
- როცა კბილებს იხეხავთ, ჯაგრისი ტუჩებზეც მოიტარეთ. ასე მოიცილებთ ტუჩის გაუხეშებულ ნაწილებს და მას რბილსა და ნაზს გახდით. შემდეგ აუცილებლად გადაისვით ტუჩის ბალზამი.
- თქვენი თმა გიჟდება შამპანურზე! თუ სტუმრიანობის შემდეგ ბოთლში ცოტაოდენი შამპანური დარჩა, შეინახეთ ის თმის უახლოეს დაბანამდე. გააზავეთ მინერალურ წყალში და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე. ასე თქვენს თმას არაჩვეულებრივ სიბზინვარესა და ხასხასა ფერსაც მიანიჭებთ.
- წითელი ღვინო ანეიტრალებს ქლორის მოქმედებას. დაინამეთ შავი ღვინით თმა აუზზე წავლის წინ. თუმცა, მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევაში: დამცავი აკვაზეთები ბევრად საიმედოა.
- სიცხის, ნისლისა და წვიმისგან თმა გაგიუხეშდათ, გაიწეწა და ფორმა დაკარგა? ხელებში გაქენით ცოტაოდენი ხელის კრემი ან ტანის ლოსიონი და ჩამოისვით კრემიანი ხელი თმაზე.
- ტალკი არაჩვეულებრივად იწოვს ოფლს და მისგან გამოწვეულ უსიამო სუნსაც აქრობს, ამიტომაც ბავშვის პურდის გამოყენება დეზოდორანტის მაგივრადაც შეგიძლიათ. ასევე ექსტრემალურ სიტუაციაში შეგიძლიათ ხელსახოცი დაასველოთ ძმრის, საჭმელი სოდის ან ლიმონის წვენის ნაზავში და ასე გაიწმინდოთ იღლია.