წინასწარ რამდენიმე რჩევა: სხეულზე სკრაბის წასმა რეკომენდებულია შხაპის მიღების შემდეგ, ნოტიო სხეულზე; ფეხისა და ხელის სკრაბი ან ნიღაბი უმჯობესია მანიკიურისა და პედიკიურის დროს გაიკეთოთ.
სახის სკრაბიც შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ გაიკეთეთ. ამ დროს ფორები გახსნილია და ეფექტურად იწმინდება სახე.
აი, რამდენიმე სკრაბის რეცეპტი:
კიტრის სკრაბი
- გახეხეთ გათლილი კიტრი, მიღებულ ფაფას შეურიეთ წყალზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა. გააჩერეთ 20 წუთი, რომ კარგად გაუჯდეს ინგრედიენტები ერთმანეთს, შემდეგ კი წრიული მოძრაობით წაისვით სახესა და სხეულზე. გაიჩერეთ 5-7 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.
სახისა და ტანის სკრაბი მარილით
- შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ სახის კანი და სხეული დაიმასაჟეთ სველი ბამბით, რომელიც სუფრის მარილში ან საჭმლის სოდაში იქნება ამოვლებული. მარილისა და სოდის კრისტალები ეფექტურად წმენდს კანს ფორებში ჩამჯდარი ჭუჭყისგან. ეს სკრაბი იდეალურია ცხიმიანი და ფორიანი კანისთვის.