ერთი კვერცხისგან ერთდროულად ორი არაჩვეულებრივი ნიღბის მომზადება შეგიძლიათ. რეცეპტები ძალიან მარტივია, მაგრამ შესანიშნავად უმკლავდება ამოცანას – სახის კანის მოვლას.
კვერცხის გული შეურიეთ ზეითუნის ზეთს – ეს ნიღაბი მუშაობს, როგორც ანტიასაკობრივი კომპლექსი. ასევე, ის კანის მგრძნობელობას ამცირებს.
ხოლო ცილა მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და შეავიწროებს გაფართოებულ ფორებს. ათქვიფეთ ცილა ღრუბელივით და შეურიეთ საპარსი ქაფი, რომელიც ნიღბის ჩამოღვენთას შეუშლის ხელს. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც ანტისეპტიკური და მათეთრებელი ეფექტი აქვს.
ამ ნიღბისთვის დამატებით ინგრედიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.