ნიღბების, სკრაბის გამოყენება და კოსმეტოლოგთან ვიზიტი მხოლოდ ზედაპირულ ეფექტს მოგცემთ, მაგრამ კანს კვებაც სჭირდება და მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. რადგან კანის მდგომარეობა ვიტამინებსა და შინაგანი ორგანოების მუშაობაზეა დამოკიდებული.
მიირთვით ა ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული. განსაკურებით წითელი და ნარინჯისფერი შეფერილობის. თუმცა, ა ვიტამინი ისპანახშიცაა და ღვიძლშიც.
ბიოტინის ნაკლებობისას კანი ფერმკრთალი და მშრალია. იგი უჯრედების გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ბიოტინი უხვადაა ღვიძლსა და კვერცხის გულში.
ცე ვიტამინი კოლაგენის, რომელიც ჩვენი ძვლებისა და კანის სტრუქტურული ელემენტია, ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჩვენი კანი უხვად საჭიროებს ამ ჯადოსნურ ვიტამინს. იგი არის ციტრუსებში, ასკილში და პომიდორშიც.
ე ვიტამინი აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს. მიირთვით ზეთები, თხილი, ცხიმიანი თევზი.
კანმა ელასტიკურობა რომ შეინარჩუნოს და არ გაუჩნდეს ნაოჭები რთულად დასამახსოვრებელი, მაგრამ აუცილებელი - გიალურონატის მჟავით (იგი აგრეთვე სასარგებლოა გულისა და თვალებისთვის) მდიდარი პროდუქტებით უნდა გაიმდიდროთ რაციონი.
მას შეიცავს ყურძენი (კანიანად უნდა მიირთვათ), სოიის მარცვლები და სახამებელშემცველი პროდუქტები.