ინგრედიენტები: 1 მანდარინი;
ტიპი: სახის კანის მოვლა;
დრო: 15-20;
საოცრად სასიამოვნო და სასარგებლო მანდარინის ნიღაბი ატონიზირებს კანს, მაქსიმალურად კვებავს მას ვიტამინებით და მომენტალურად აცოცხლებს.
გამოყენება:
გაფცქვენით მანდარინი და გამოწურეთ.
დაასველეთ ბამბის ტამპონი მანდარინის წვენში და გაიწმინდეთ სახე და ყელი.
ან
დაასველეთ მანდარინის წვენში ბამბის თხელი ფენა ან რამდენიმე ფენად მოკეცილი დოლბანდი და დაიდეთ სახესა და ყელზე.
გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიწმინდეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
რეკომენდაციები:
მანდარინის ნიღაბი უხდება ნებისმიერი ტიპის კანს.
ნიღბის გაკეთების რეკომენდებული კურსია 15-30 გაკეთება (კვირაში 2-3-ჯერ).
შედეგი:
ჯანსაღი ფერი, საოცრად გამოცოცხლებული და გაახალგაზრდავებული სახის კანი.
ასევე იხილეთ:
ერთი კვერცხისგან მომზადებული ორი ჯადოსნური ნიღაბი
ნახშირის ნიღაბი ფორების გასასუფთავებლად
კიტრისა და არაჟნის ინდური ნიღაბი - ქრება გამონაყარი და ანთება, სუფთავდება ფორები