ქალის სილამაზის ერთ-ერთი გარანტი გრძელი და ხშირი წამწამებია, თუმცა ამის მიღწევა ბევრ ქალს მხოლოდ ტუშის მეშვეობით შეუძლია.
არსებობს რამდენიმე ძალიან მარტივი მეთოდი წამწამების დასაგრძელებლად და მის გასახშირებლად.
გაიკეთეთ გვირილის კომპრესები – ის შესანიშნავი დამამშვიდებელი და ანტისეპტიკური საშუალებაა. ბამბის დისკები დაასველეთ გვირილის გაწურულ ნაყენში და დაიდეთ თვალებზე 20 წუთით.
წამწამების ზრდას ხელს ბუნებრივი ზეთებიც უწყობს. ამ ზეთების რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, წამწამები 2 კვირიდან ერთ თვემდე ხშირდება და იზრდება სიგრძეში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი სახეობის მკვებავი ზეთი ან გააკეთოთ სხვადასხვა კომპონენტის კომბინაცია.
ძალიან ეფექტურია მცენარეულ ზეთში დამატებული E და A ზეთოვანი ვიტამინები. კარგად გარეცხეთ ძველი ტუშის ჯაგრისი, ჩააწეთ ზეთების მომზადებულ ნაზავში, აცადეთ, რომ კარგად დაიწრიტოს და წაისვით, როგორც ტუში.
წამწამების მკვებავი ნიღაბი: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, ამდენივე კალენდულას და გვირილის ექსტრაქტი. ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და წაისვით თვალის ქუთუთოებზე ისე, რომ გადავიდეს წამწამებზე.