კამა - ვიტამინების და სასარგებლო მიკროელემენტების ნამდვილი განძია.
რაც შეეხება კამის გამოყენებას სახესა და კანისთვის, აქ მთავარ როლს თამაშობენ ეთერზეთები, ორგანული მჟავები და ფლავონიდები. "სილამაზის ვიტამინების" - A და E-ს შემცველობა კი მატებს კამის კოსმეტიკას ეფექტურობას, განსაკუთრებით, ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლაში.
ამ ყველასათვის ხელმისაწვდომ ბალახს შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კანის მოვლის საშუალებებს. მცენარის და თესლის საფუძველზე მზადდება ტონიკები და ლოსიონები, კრემები და ნიღბები, სკრაბები და სააბაზანო საშუალებები.
კამა უხდება სხვადასხვა ტიპის კანს. ის სასარგებლოა პრობლემური და დამჭკნარი კანისთვის, ეხმარება ფერიმჭამელებით გამოწვეულ გამონაყარს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
ნიღაბი, რომელსაც გააჩნია ლიფტინგის ეფექტი, წმენდს კანს და ავიწროებს ფორებს
კამის პატარა კონა დააქუცმაცეთ ბლენდერში ან დანაყეთ, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ დღეგამოშვებით, 2 კვირის მანძილზე. ეს ნიღაბი მოქმედებს მომენტალურად, ამიტომ შეგიძლიათ ასევე მისი გამოყენება უშუალოდ დღესასწაულებზე წასვლის წინ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge