ეს საუკეთესო რეცეპტია თმის გასაძლიერებლად, ბზინვარებისა და მოცულობის მისაცემად.
2 სადილოს კოვზი უფერული ინა ადუღებულ წყალში გახსენით, სქელი არაჟნის სისქე უნდა მიიღოთ. შეურიეთ 100 გრამი არაჟანი. მიღებული მასა გააჩერეთ 15-20 წუთი. წაისვით ნოტიო თმაზე და 45 წუთის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.