იაპონელი ქალის ნაზი, გამჭვირვალე და ფაქტობრივად, ფაიფურის კანი, მინიატურული სხეული და მოხდენილი ფორმები – მთელ მსოფლიოში აღფრთოვანებას იწვევს.
შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამომავალი მზის ქვეყანაში არსებობდა გეიშების ინსტიტუტი – ქალების, რომლებიც ფლობდნენ მამაკაცების მოხიბვლისა და მოჯადოების საოცარ ხელოვნებას. როგორ ახერხებენ იაპონელი ქალები, შეინარჩუნონ ახალგაზრდობა და რაშია მათი დღეგრძელობისა და მოხდენილობის საიდუმლო?
1. სახის გაწმენდის იაპონური მეთოდი – არაჩვეულებრივი პროცედურა. იაპონელი ქალები სახეს იორთქლავენ ბერგამოტისა და ჩაის ხის ცხელ ზეთში დასველებული კომპრესებით. ჭუჭყი ფორებიდან აბსოლუტურად უკვალოდ ამოდის.
2. სახისთვის უებარი ბრინჯის ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი დაფქული ბრინჯი და თბილი რძე. ეს ორი კომპონენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ახლა სახეზე ჯერ ნებისმიერი ეთერზეთი წაისვით და აცადეთ, რომ შეიწოვოს კანმა, ხოლო ამის შემდეგ დაიდეთ ბრინჯის ნიღაბი. 10 წუთის შემდეგ ჩამოიწმინდეთ სველი ხელსახოცით. წაისვით დამატენიანებელი კრემი.
3. კიდევ ერთი საოცარი ნიღაბი იაპონელებისგან
თეთრ თიხაში აურიეთ წმინდად დაფქული შვრიის ბურღული, ქატო, ასევე წმინდად დაკეპილი ზღვის მცენარეები და გვირილა. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ჟოჟობას ზეთი, ცოტაოდენი წყალი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ფაქიზად შეიზილეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი, უგაზო მინერალური წყლით.
4. ვაშლის ძმარი
იაპონელი ქალები ქერტლის პროფილაქტიკისთვის, თმის ცხიმიანობის გასაქრობად და ზრდის სტიმულაციისთვის შამპუნში ურევენ ვაშლის ძმარს. ასევე ვაშლის ძმარს უმატებენ აბაზანაში, რათა შეინარჩუნონ კანის ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა. ხოლო მაკიაჟის მოსაცილებელ საშუალებაში უმატებენ რამდენიმე წვეთ კამელიის, გვირილის, ლავანდის, როზმარინის ეთერზეთს.
5. ზღვის მარილი
ზღვის მარილს იაპონელი ქალები ურევენ ალოეს წვენში, უმატებენ წყალმცენარეებს და მიღებული მასით იხეხავენ სხეულს დაბანის პროცესში. არაჩვეულებრივია ცელულიტის დროს.
ასევე იხილეთ:
კარლ ლაგერფელდი: "იაპონელი ქალები არაჯანსაღმა საკვებმა გაალამაზა"
იაპონური დღეგრძელობის ფორმულა