ცილოვანი ნიღაბი შესანიშნავად ჭიმავს კანს თვალის ირგვლივ და ამცირებს ნაოჭებს.
ინგრედიენტები:
1 კვერცხის ცილა;
1 სუფრის კოვზი თაფლი;
1 სუფრის კოვზი ფქვილი;
ტიპი: წამწამებისა და თვალის ირგვლივ კანის მოვლა.
დრო: 15 წუთი.
მომზადების წესი:
ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ თხელი თაფლი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით თვალის ირგვლივ. გაიჩერეთ 15 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეკომენდაციები:
ამ ნიღბის დადება შეგიძლიათ ყელსა და სახეზეც.
შედეგი:
ახალგაზრდა და მბზინავი კანი.
ყურადღება!
ამ ნიღბის გაკეთება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სახეზე კაპილარები ეტყობა. თაფლი კიდევ უფრო აფართოებს კაპილარებს.
ასევე იხილეთ:
კარაქისგან მომზადებული ძალიან ეფექტური თვალის კრემი
გაიქრეთ მუქი რგოლები თვალების ირგვლივ- ეფექტური რეცეპტები
კამა და ნუშის ნიღაბი დაღლილი თვალებისთვის