მწყრის კვერცხის ცილას გააჩნია შემკვრელი თვისება და აქედან გამომდინარე, შესანიშნავად კრავს ფორებს.
ის აშორებს კანს ცხიმისგან გამოწვეულ სიპრიალეს და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. შესაბამისად, ცილა იდეალურია ცხიმიანი კანის მოსავლელად.
ნიღაბი ფორებიანი კანისთვის
ეს ნიღაბი კარგად ასუფთავებს და ჭიმავს ფორებიან კანს, ეხმარება შავი წერტილების მოშორებაში. 1 კვერცხის ცილა ათქვიფეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენთან ერთად და წაისვით სახეზე. როცა შეშრება, ისევ გაიმეორეთ 2-ჯერ. სულ უნდა გქონდეთ წასმული ცილის 3 ფენა. ბოლო ფენის წასმიდან 15 წუთში ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 კვერცხის ცილა და 2 ჩ.კ. თეთრი თიხა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (კანზე ანთებითი კერების არსებობისას გამოიყენეთ ცისფერი თიხა) და წაისვით სახეზე 10-12 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
სრულად იხილეთ: reitingi.ge