ფიქრობ და ვერ გადაგიწყვეტია, რომელია ლამაზი: თხელი თუ სქელი წარბი? ჩვენი პასუხია: "მოვლილი!"
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, როგორ მიიღოთ წარბის იდეალური ფორმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
მეთოდი #1
თუ საერთოდ არ გაქვთ დრო წარბის გასაკეთებლად, გასწავლით მარტივ ფოკუსს: წარბის დასავარცხნ ფუნჯს დაასხით ცოტაოდენი თმის ლაკი და ასე დაივარცხნეთ. წარბი სასურველ ფორმას მიიღებს.
მეთოდი #2
სანამ ხელში პინცეტს აიღებდეთ, გაარკვიეთ წარბის ის ფორმა, რომელიც თქვენს სახეს ყველაზე მეტად მოუხდება. დაძებნეთ ინტერნეტში ცნობილების ფოტოები, რომელთა სახის მოყვანილობაც თქვენსას ჰგავს და აირჩიეთ რამდენიმე ფავორიტი. ამის შემდეგ შეეცადეთ, პინცეტით იგივე ფორმა მიიღოთ ან მიაკითხეთ სპეციალისტს.
მეთოდი #3
იმისათვის, რომ წარბის ამოქნის პროცედურამ ნაკლები დისკომფორტი შეგიქმნათ, წინასწარ დაიორთქლეთ სახე ცხელი წყლით (მაგრამ არ გადააჭარბოთ, არ დაიზიანოთ კანი). ეს პროცედურა გახსნის ფორებს და წარბის კორექცია ნაკლებად მტკივნეული იქნება.
რჩევა #4
ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას. აუცილებელია, რომ ოთახში დღის განათება იყოს და კარგად ხედავდეთ მთელ სამუშაო არეალს. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ინსტრუმენტების სტერილურობას. კორექციის წინ გაწმინდეთ პინცეტი სპირტით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით.
მეთოდი #5
პროცედურის დასრულების შემდეგ გაიწმინდეთ წარბი ლოსიონით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მთელი პროცედურა სტერილურად წარიმართა.
რჩევა #6
იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტი მოგივიდათ წარბის ამოქნა, მოიშველიეთ ფანქარი ან ტუში. ამით შეძლებთ წარბს ის ფორმა მისცეთ, როგორიც თავდაპირველად გსურდათ. მიეცით ტონი იმ ადგილებს, სადაც ზედმეტად ამოიქენით წარბი.