...ამ ნიღბის მომზადება ძალიან მარტივია და რაც მთავარია, ის ძალიან ეფექტურია – ამბობს ყველაზე ლამაზი და სექსუალური უკრაინელი ქალბატონი ვერა ბრეჟნევა.
30 გრ გლიცერინს ვუმატებთ 10 კაფსულა ვიტამინ E-ს. სანამ ამ ნაერთს სახეზე წაისვამდეთ, უხეში ღრუბლით საგულდაგულოდ გაისუფთავეთ სახე ისე, რომ კანი ოდნავ გაგიწითლდეთ.
ამ ნიღაბს ერთი დისკომფორტი აქვს: სანამ შეიწოვება, კანი წებოვანი ხდება. იმისათვის, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნება აიცილოთ თავიდან, შეიშხაპუნეთ სახეზე ტონიკი.
ნახევარი საათის შემდეგ, ნიღაბი ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ღამის კრემი.
შედეგი?
ყოველ დილით ნახავთ საოცარ შედეგს სახეზე. ნაოჭები სწორდება, ხოლო ფერი ჯანმრთელი ხდება. საოცრად ეფექტურია თვალების კუთხეებიდან ე.წ. ბატის ფეხების მოსაშორებლად. სცადეთ, არ ინანებთ.