არ დაკვირვებიხართ, იაპონელ ქალებს ფაიფურივით სიხის კანი აქვთ, რადგან ისინი სახის გასაწმენდად სკრაბის ნაცვლად ქაფს იყენებენ. მის დამზადებას და გამოყენებას კი ჩვენ გასწავლით.
სახის დაბანის სისტემა ორი ეტაპისგან შედგება
დაგჭირდებათ: ზეთი (ზეითუნის, მდოგვის, ყურძნის კურკების, სელის), თხევადი საპონი, საპნის ასაქაფებელი სათქვეფი (იაპონელებს სპეციალური სათქვეფი აქვთ, მას ავადამა ჰქვია).
პროცედურის დაწყებამდე ჩამოიბანეთ მაკიაჟი. დაიბანეთ სახე.
პირველი ეტაპი:
მშრალ საის კანზე წაისვით 0,5 ჩაის კოვზი ზეთი (თქვენი სურვილისამებს), შეგიძლიათ, 1-2 წვეთი არომატიზებული ზეთი (ლიმონის, როზმარინის) დაუმატოთ.
ზეთი სახეზე თითების წრიული, მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ. გაიჩერეთ 1-2 წუთი, კანმა ზეთი კარგად რომ შეიწოვოს და დაარბილოს. შემდეგ მსუბუქი სახის მასაჟი გაიკეთეთ.
მეორე ეტაპი:
აიღეთ საპონი (აბრეშუმით, ალოეს, შის ზეთის) და კარგად ათქვიფეთ. სქელი, პირის საპარსი ქაფისებური მასა უნდა მიიღოთ. ქაფი აკურატურად წაისვით სახეზე. ეცადეთ თითებით სახის კანს არ შეეხოთ, ქაფი მის ზედა ფენაზე მსუბუქი დარტყმებით მიუახლოვოთ კანს. ასე ქაფი კანის ღრმა ფორებში შეაღწევს და გაასუფთავებს მას.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ქაფი სახეზე 2-3 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
უმჯობესია, სახის გამწმენდი პროცედურა საღამოობით ჩაიტაროთ ხოლმე. შემდეგ კი მკვებავი მალამო ან დამატენიანებელი კრემი წაისვათ.