თეთრი თიხისგან- 1. 1 სადილის კოვზი ზურძნის წვენი და 1 ჩაის კოვზი ხორბლის ზეთი შეურიეთ თეთრ თიხაში.
თქვენთვის საჭირო კონსისტენცია უნდა მიიღოთ. გაიჩერეთ სახეზე 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. შეურიეთ ერთმანეთს თეთრი თიხა, ლიმონის წვენი და თაფლი. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი.
ბოსტნეულისგან
1. კარტოფილი გახეხეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.
2. გახეხილი პომიდვრის ფაფა და ზეითუნის ზეთი ერთმანეთში გადაურიეთ, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი.
ლიმონით
1. ლიმონის ცედრა და მანდარინის რბილობი ერთმანეთში გადაურიეთ, დაუმატეთ არაჟანი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.
2. ათქვიფეთ ერთი ქათმის ცილა, დაუმატეთ თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ცედრა, შესასქელებლად შეგიძლიათ დაფქვილი შვირიის ფანტელი გამოიყენოთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთი.
ყველა ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით, თითების ნაზი, წრიული მოძრაობებით.
თაფლის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
1. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ფქვილი, არაჟანი და თაფლი. წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ერთი კვერცხის გული, 1 ჩ/კ გლიცერინი და ამდენივე თაფლი ერთმანეთში გადაურიეთ. შესასქელებლად დაუმატეთ ფქვილი. წაისვით სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
3. დაფქვილი შვრიის ფანტელი და მუქი ჩაისგან გააკეთეთ ფაფისებური მასა, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი. წაისვით სახეზე და 15-20 წუთის შემდეგ ჩამობანეთ თბილი წყლით.
4. 1 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი და ამდენივე აბუსალათინის ზეთი ერთმანეთში გახსენით, დაუმატეთ 2 ჩ/კ თაფლი და ერთი წვეთი იოდი. წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.