არაფერია იმაზე ადვილი, რომ ისარგებლოთ ჩვენი რჩევებით და გახსნათ სოდის ქილა, რათა უფრო ლამაზები და მოვლილები გახდეთ.
სკრაბისთვის
იდეალური სკრაბის დასამზადებლად ერთმანეთში გადაურიეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრიის ფანტელი, 3 ჩ/კ სოდა და ამდენივე წყალი, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. მიღებული მასა წრიული მოძრაობით მსუბუქად შეიზილეთ სახეზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა მოგაშორებთ სახის კანის მკვდარ უჯრედებს, რისი წყალობითაც კანი გლუვი და გაახალგაზრდავებული გახდება.
სოდა მანიკიურის დაწყებამდე
თუ მანიკიურს სახლში იკეთებთ, პროცედურის დაწყებამდე ჯერ სოდიანი ფაფა დაამზადეთ. დაგჭირდებთ3 ჩ/კ სოდა და 1 ჩ/კ წყალი. მიღებულ ფაფაში ფრჩხილის სპეციალური ჩხირი ჩააწეთ და გამოიწმინეთ ფრჩხილის ქვემოთა საფარი. შემდეგ ნუნის გარშემო და თითებზეც წაისვით, რათა მოგშორდეთ კანზე არსებული მკვდარი უჯრედები. პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები თბილი წყლით დაიბანეთ და შეუდექით მანიკიურის გაკეთებას.
სოდა კოჟრების მოსაშორებლად
თავდაპირველად გაიკეთეთ თბილი აბაზანა: ფეხები 30 წუთით ჩაყავით თბილი წყლის აბაზანაში, რომელსაც დამატებული ექნება 2 ჩ/კ სოდა და რომელიმე არომატული ეთერზეთის 1-2 წვეთი. თუ წყალი გაგიცივდათ, დაამატეთ ცხელი. დროის გასვლის შემდეგ შეიმშრალეთ ფეხები და კოჟრი სპეციალური სკრაბით, წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: აიღეთ 3 ჩ/კ სოდა, თითო კოვზი წყალი და ყავისფერი შაქარი. შემდეგ ფეხებზე თბილი წყალი გადაივლეთ და შეიმშრალეთ.
სოდა და თქვენი შამპუნი
თუ მთელი დღე მტვრიან ქუჩაში მოგიწიათ სიარული ან ნავარჯიშები ხართ, თმას ადვილად დაუბრუნებთ სისუფთავეს, თუ შამპუნში ცოტაოდენ სოდას დაამატებთ და ისე დაიბანთ.
სოდა დეზოდორანტის ნაცვლად
ერთმანეთში გადაურიეთ 4 სადილის კოვზი სოდა და თქვენი საყვარელი არომატული ზეთის 10 წვეთი. მიღებული ნარევი სუფთა კონტეინერში მოათავსეთ და დეზოდორანტის მაგივრად გამოიყენეთ.
აბაზანისთვის
თუ დატვირთული დღის ან ვარჯიშის შემდეგ თბილ აბაზანას მიიღებთ, აუცილებლად დაუმატეთ სოდა. იგი წყალს დაარბილებს, მოგაშორებთ ცხიმსა და ოფლს.
კბილების გასათეთრებლად და პირის ღრუს მოსავლელად
კვირაში ერთხელ კბილები სოდაში დასველებული ჯაგრისით ჩვეულებრივი წესით გაიხეხეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ კბილები 1-2 ტონით გაგითეთრდებათ. ახლა კი პირს მივხედოთ. აფთიაქებში პირში გამოსავლები სპეციალური სითხე იყიდება, თქვენ კი მის დამზადებას მარტივად შეძლებთ.
ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ჩ/კ სოდა, კარგად მოურიეთ და გამოივლეთ. სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ პოლისორბიტისა და ეთერზეთის (ევკალიპტის, პიტნის) რამდენიმე წვეთიც დაუმატოთ. ამგვარად თქვენ საუკეთესო ანთების და სოკოს საწინააღმდეგო სავლებს მიიღებთ.