1. ორი პატარა აბი ასპირინი (ეს შუშხუნა ასპირინი კი არა, ჩვეულებრივი, პატარა ტაბლეტებში Bayer-ის)
2. ცოტა თაფლი.
3. რამდენიმე წვეთი წყალი.
მომზადების წესი:
დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალი ასპირინის აბებს. დაელოდეთ 10-20 წუთი, სანამ არ გაიხსნება. დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი (ჩაის კოვზი).
დაიდეთ მომზადებული ნიღაბი 10 წუთი. 10 წუთის შემდეგ ნიღაბს ვიყენებთ, როგორც სკრაბს და წრიული მოძრაობით ვიქერცლავთ კანს.
შემდეგ ჩამოიბანეთ.
წაისვით ტონიკი ან დამატენიანებელი კრემი.
მოერიდეთ ნიღბის თვალის ირგვლივ მოხვედრას.
ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში მხოლოდ ერთხელ.
შედეგი: სუფთა ფორები.
ასევე იხილეთ:
ასპირინის ხსნარი გაპარსვის და ეპილაციის შემდეგ თმის ზრდის შესაჩერებლად
სახის ნიღბები, ლოსიონები და სკრაბები ასპირინით: ფანტასტიკური შედეგი