პირველ რიგში, საჭიროა, განვასხვავოთ სუნამო ზეთოვან საფუძველზე და სუნამო სპირტზე.
სუნამო ზეთზე:
- 15-20 წვეთი სასურველი ეთერზეთი
- 10 მლ ჟოჟობას ზეთი.
სუნამო სპირტზე:
- 10 მლ 90%-იანი სუფთა სპირტი
- 5-10 მლ დისტილირებული წყალი
- 10-15 წვეთი ეთერზეთი.
ამის შემდეგ სუნამო უნდა "დააყენოთ" ერთი-ორი კვირის განმავლობაში.
თუ თქვენ მოგწონთ ძვირად ღირებული ეთერზეთები (ჟასმინი, ნეროლი, ვარდი), შეავსეთ სპირტითა და წყლით ან ჟოჟობას ზეთით ასეთი ეთერზეთის ფლაკონი.
სქელი, ბლანტი ზეთებისთვის აჯობებს გამოიყენოთ მხოლოდ სპირტი. თქვენი ხელით მომზადებული ზეთოვანი სუნამოები შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკის არომატიზებისთვის, ატაროთ მედალიონში, ასევე, დაუმატოთ აბაზანაში.
ნებისმიერ სუნამოში არის თბილი "ძირითადი ნოტა", მსუბუქი "ზედა ნოტა" და "გულის ნოტა", რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული.
ცნობილი პარფიუმერის, გ. ბულის მიხედვით, ეთერზეთები იყოფა შემდეგ სახეობებად:
ეთერზეთი "ძირითადი ნოტით":
ლავანდა, ფაჩული, ვარდის ხე.
ეთერზეთები "მაღალი ნოტით":
ფორთოხალი, ბერგამოტი, ლიმონი, ლიმონის ბალახი, მენთოლი.
ეთერზეთები "გულის ნოტით":
გერანი, ჟასმინი, ილანგ-ილანგი, ლავანდა, მელისა, ხარისვარდა, ნეროლი, ვარდი.
იმისათვის, რომ სუნამომ დიდხანს შეინარჩუნოს თავისი არომატი და თვისება, უნდა შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას.