ეს მარტივი და ეფექტური სკრაბი ადვილი დასამზადებელი და გამოსაყენებელია.
შედეგი კი ჯადოსნური აქვს, თქვენი საყვარელი მამაკაცი ყველაფერს მოიმოქმედებს, ოღონდ კი თქვენს კანს შეეხოს.
დაგჭირდებათ:
2-3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი;
2 ს/კ შაქარი და ამდენივე თურქული წესით მოხარშული ნატურალური ყავა.
ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანში (სკრაბი სახის კანისთვისაც გამოიყენება და ტან-ფეხებისთვისაც). ეფექტს პირველი გამოყენების შემდეგ იგრძნობთ. გარდა იმისა, რომ კანი რბილი და გლუვი გაგიხდებათ, ყავა სასიამოვნო რუჯისფერსაც მიანიჭებს მას.