კიდევ ერთი ნიღაბი-ბოტოქსი, რომელიც, როგორც მკითხველი ირწმუნება, 100 %-ით ეფექტურია და რომლის მოსამზადებლადაც სულ ცოტა დრო და ენერგია დაგჭირდებათ.
ერთი სუფრის კოვზი ბრინჯი და ერთი სუფრის კოვზი ღერღილი ხარშეთ წყალში იმდენ ხანს, სანამ ბლანტ სითხეს არ მიიღებთ.
გააციეთ და გადაწურეთ.
მიღებული სითხე ბამბის ტამპონით წაისვით სახეზე. რომ გაშრება, კიდევ ერთი ფენა გადაისვით.
ეს ფენაც რომ გაშრება, კიდევ ერთი. საბოლოოდ ნიღაბი 15 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი ან ზეითუნის ზეთი.
მეტი ეფექტისთვის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.