ჩვენ არა ერთი რეცეპტი მოგვიწოდებია სახიდან შავი წერტილების მოსაცილებლად. თუმცა, დღევანდელი მეთოდი განსაკუთრებული ეფექტურობითა და სიმარტივით გამოირჩევა.
აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი და დაასხით ერთი სუფრის კოვზი რძე. შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში 10 წამის განმავლობაში, ის წებოვანი გახდება.
გააგრილეთ და კოსმეტიკური ფუნჯით წაივსით ცხვირზე და იმ ადგილებში, სადაც ფერიმჭამელები გაქვთ. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი ფაქიზად აიძრეთ სახიდან.
ნახეთ შედეგი. ფერიმჭამელები ჟელატინის აპკზე დარჩება. ბოლოს გასუფთვებულ ადგილას წაისვათ ალოეს წვენი.