მოვამზადოთ ჯადოსნური ჯანჯაფილის (კოჭა) ჩაი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, გაგათბობთ და დაგიცავთ გაცივებისგან.
გაგათავისუფლებთ ხველებისგან, აგიმაღლებთ იმუნიტეტს და კიდევ უამრავ სასარგებლოს შეგძენთ და უარყოფითს გამოდევნის ორგანიზმიდან.
დაგჭირდებათ:
0,5 ლიტრი წყალი;
3-4 სმ ჯანჯაფილი;
2 ცალი ილი;
დანის წვერით დარიჩინი;
1 ჩაი კოვზი მწვანე ჩაი;
3 ჩ/კ თაფლი (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ მეტიც დაამატოთ);
რამდენიმე ცალი მიხაკი;
ნახევარი ლიმონი
აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 3-4 წუთი. გადმოდგით და შეაგრილეთ. ჩაისხით ჭიქაში და თბილს დაუმატეთ თაფლი.
გემრიელად მიირთვით, ჯამრთელობას გისურვებთ!