ტერფის მასაჟი ბევრ პრობლემას მოგიხსნით. გთავაზობთ მასაჟის კომპლექსს, რომელიც სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ და მისი რეგულარულად გაკეთება ბევრ დაავადებას აგაცილებთ თავიდან.
1. ფეხისგული დაიზილეთ წვერიდან ქუსლის მიმართულებით. ხანგრძლივობა 30 წამი;
2. ორივე ხელის თითებით დაიზილეთ ფეხის თითები ძირიდან წვერამდე (30-60 წამის განმავლობაში).
3. წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ ფეხის ტერფი (წვერიდან ქუსლის ბოლომდე), ისე, რომ ორივე ხელით იყოთ მთლიან ფეხს ჩაჭიდებული (30 წამი).
4. მოიქციეთ ორივე ხელში ფეხის ტერფი და ღრმა მასაჟური მოძრაობით დაიზილეთ ტერფი ქუსლიდან მუხლამდე (10-15-ჯერ).
5. დასასრულ, ორივე ხელში მოიქციეთ წვივი და აჰყევით დაზელვითი მოძრაობით მუხლამდე; შემდეგ ჩაჰყევით ქვემოთ (გაიმეორეთ 10-ჯერ).
რა თქმა უნდა, იგივე კომპლექსი უნდა გაიმეოროთ მეორე ფეხზეც.
ასევე, ძალიან სასარგებლოა ფეხის წვერებით ხტუნვა. ესეც ერთგვარი ტერფის მასაჟია და სახტუნაოთი ნელი ტემპით ხტუნვაც.
ასევე იხილეთ:
დილის ვარჯიში ტიბეტელი ლამებისგან
წერტილოვანი მასაჟი ბავშვის ფეხისგულზე – აყუჩებს სხვადასხვა ტკივილს
როგორ მოქმედებს მაღალი ქუსლები ქალის ჯანმრთელობაზე