იცოდით, რომ ხერხემლის პოვნა ტერფის მალაზე შეგიძლიათ?
სწორედ იქ პროექტირდება წელის ყველა პრობლემა, რაც შემდეგ ზურგის ტკივილით და დაჭიმულობით გამოიხატება.
ტერფის მასაჟის შედეგად იხსნება დაძაბულობა ზურგის არეში, ტკივილი და დაჭიმულობა.
მასაჟის გაკეთება თავადაც მარტივად შეგიძლიათ.
თავდაპირველად უნდა იპოვოთ ტერფზე "ხერხემალი". დაჯექით იატაკზე ლოტუსის პოზაში. აიღეთ ხელში ერთ-ერთი ტერფი. ცერა თითსა და ქუსლს შორის ხაზი - ხერხემლის პროექციაა.
ცერა თითის ძლიერი დაწოლით გაჰყევით ხაზს ქუსლიდან წვერისკენ. თუ ხერხემალზე პრობლემები გაქვთ, მაშინვე მიხვდებით - იგრძნობთ წერტილოვან ტკივილს ზურგში. თუმცა ამით კი არ დაიზიანებთ ხერხემალს, არამედ სულ ცოტა ხანში შვებას იგრძნობთ, რადგან მოადუნებთ იმ ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც ქმნიან დაჭიმულობას.
დაჭიმულობისა და ტკივილის მოხსნის სრულ შედეგს პირველივე მასაჟის შემდეგ იგრძნობთ.
გარდა ამისა, ტერფის მასაჟი ძალიან სასიამოვნო პროცესია. გამოყავით თქვენთვის სულ რამდენიმე წუთი და თავი იგრძენით ბევრად უკეთესად.