ბოტოქსის ინიექციების გაკეთებას ყოველთვის მოასწრებთ. ამის მაგივრად სცადეთ ჩვეულებრივ სახამებელზე დამზადებული ნიღაბი.
მცოდნეები და ისინი, ვინც ნიღაბი საკუთარ თავზე გამოსცადეს, ამტკიცებენ, რომ ეფექტი არანაკლებია, ვიდრე ბოტოქსის ნემსები.
ნიღაბი ასაკიანი კანისთვის არის განკუთვნილი, ის არაჩვეულებრივად ასწორებს წვრილ ნაოჭებს და ატენიანებს კანს.
ნიღაბი მარტივად მზადდება: აიღეთ 1 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი (იგივე სახამებელი), გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და ჩაუშვით ქვაბში. შემდეგ დაუმატეთ 500 მლ ადუღებული წყალი და ხარშეთ გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტათი გააგრილეთ და დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1 სუფრის კოვზი არაჟანი.
ყველაფერი კარგად აურიეთ, კარგად გააცივეთ და წაისვით სახეზე თხელ ფენად. გაიჩერეთ 20-25 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
დარჩენილი მასა შეინახეთ მაცივარში და მეტი ეფექტისთვის გაიმეორეთ პროცედურა ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.