დიეტა: არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე, არც როლისთვის – ზოგადად, საკუთარი თავის მიმართ ძალადობის წინააღმდეგი ვარ.
მე ხომ კუბელი ვარ, ჩვენთან კი საკუთარი თავის სიყვარულია მთავარი, მიუხედავად წელის გარშემოწერილობისა. თუნდაც 52 ზომას იცვამდეს, კუბელი ქალი მაინც არ იტყვის უარს დესერტზე. ამიტომაც მშვიდად ვუყურებ ჩემს თავს სარკეში შობის დღესასწაულების შემდეგ.
მაგრამ სწორი კვება – ეს სულ სხვა რამეა. თუმცა, აქაც არ გამომიგონებია ველოსიპედი: ვიკვებები ძირითადად ქორფა ბოსტნეულითა და ხილით. ხორცზე უარი რამდენიმე წლის წინ ვთქვი. და თუმცა, ბევრი თვლის, რომ ჩემი იდეოლოგიის გამო გავაკეთე ეს (ევამ ორჯერ მიიღო მონაწილეობა Peta-ს რეკლამაში), ეს ასე არ არის. უბრალოდ, რაღაც მომენტში ხორცის გემო აღარ მომეწონა. სხვათა შორის, როგორც კი უარი ვთქვი ხორცზე, მაშინვე საგრძნობლად გამომიკეთდა კანის მდგომარეობა. თუმცა, ვეგანი არ ვარ და არ მოვუწოდებ, ყველამ მისდიოს ჩემს მაგალითს.
მთავარია – საკუთარ თავს მიუგდო ყური: ჩვენი ორგანიზმი არასოდეს ითხოვს შემთხვევით ან ისე უბრალოდ, მაგალითად, შვრიის ფაფას დილაობით.
სპორტი. ყველა გოგოს რომ ჰყავდეს ისეთი აქტიური და სიცოცხლით სავსე ძაღლი, როგორიც ჩემი ჰიუგოა, ფორმის შენარჩუნების ან უკანალის გავარჯიშების პრობლემა დედამიწაზე არ იქნებოდა. მე და ჰიუგო ყოველდღე დავცოცავთ ბორცვებზე, ვთამაშობთ და დავრბივართ.
თმის მოვლა. მილიონი ნიღაბი და ბალზამი ვცადე, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ქოქოსის ზეთი საუკეთესოა.
კანის მოვლა. დილაობით თბილი წყლით ვიბან სახეს და ლიმონით ვიწმენდ – ეს აცოცხლებს და ატენიანებს კანს. ვსვამ ბევრ წყალს, თანაც ვუმატებ ქლოროფილის ფხვნილს, ეს საუკეთესო ანტიოქსიდანტია და ძალიან სასარგებლოა კანისთვის და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლისთვის.
მაკიაჟი: ყოველდღიურ ცხოვრებაში საერთოდ არ ვიკეთებ მაკიაჟს. კაფეში რომ შემხვდეთ – ვერც მიცნობთ: გრამი მაკიაჟი არ მაქვს, მხოლოდ SPF კრემი! ვფიქრობ, ქალები ჩვენს დროში ძალიან ბევრ კოსმეტიკას იყენებენ. არადა, ჭეშმარიტი სილამაზე ხომ ყოველთვის ბუნებით მონიჭებულია.
რა თქმა უნდა, წითელ ხალიჩაზე ვარცხნილობისა და მაკიაჟის გარეშე ვერ გავივლი. სხვათა შორის, დიდი ხანია ვისწავლე მაკიაჟის თავად კეთება - იქნებ ჩემი ვიზაჟისტი საცობშია გაჭედილი.
და კიდევ, ერთ ხრიკს მივმართავ ხოლმე: საზოგადოებაში გასვლის წინ, 10 წუთით ადრე თავით დაბლა ვწვები – სისხლი ლოყებს მიაწვება და არანაირი "რუმიანა" აღარ არის საჭირო.
ასევე იხილეთ:
სექსუალური ევა მენდესი და ქალთა გულთამპყრობელი ჯუდ ლოუ Vogue Eyawear-ის სათვალის რეკლამაში (+ფოტოგალერეა)
ვარსკვლავები, რომლებიც ასაკში გალამაზდნენ (+ ფოტო)