გამდნარ წყალს უძველესი დროიდან მოიხმარენ ადამიანები. დათოვლილი, სუფთა ადგილებიდან ხალხს შინ თოვლი მიჰქონდა, ალხობდა და რეგულარულად სვამდა.
მიაჩნდათ, რომ ასეთი წყალი ორგანიზმს ფიზიკურად ჯანმრთელსა და აქტიურს ხდიდა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მაღალმთიან ადგილებში, იქ, სადაც სისტემატურად სვამდნენ გამლხვალ წყალს, სიცოცხლის ასაკი გაცილებით ხანგრძლივი იყო, ადამიანები ჯანმრთელები და ენერგიულები იყვნენ.
გამლხვალი წყალი ორგანიზმს აახალგაზრდავებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, ათავისუფლებს ორგანიზმს მკვდარი უჯრედებისგან და აფერხებს დაბერების პროცესს.
გამდნარი წყლის გამოყენება გალხობისთანავე შეგიძლიათ, თუმცა სასარგებლო თვისებებს იგი 5-7 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. იგი არ საჭიროებს არანაირ დანამატს. მკურნალობის პერიოდში - მკურნალობის კურსია 30-დან 45 დღემდე - სასურველია მისი დალევა ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ყოველდღიურად დღეში 3-4-ჯერ.
დღეში უნდა მიიღოთ არანაკლებ 500 მლ წყალი. გახსოვდეთ, რომ მისი ადუღება ან გაცხელება დაუშვებელია, რადგან 37 გრადუსზე გამლხვალი წყალი ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.
სამწუხაროდ, დაბინძურებული ეკოლოგიის გამო ბუნებრივ პირობებში გამდნარი წყლის მიღება პრობლემურია. თუ თოვლს დაბინძურებულ ადგილში მოაგროვებთ, სარგებლის ნაცვლად, შეიძლება გავნოთ კიდეც.
თუმცა გამდნარი წყლის მომზადება ოჯახურ პირობებშიც შეიძლება.
სასმელი წყალი ტარაში მოათავსეთ (75-85 პროცენტზე მეტი არ ჩაასხათ) და საყინულეში 100 პროცენტით გაყინეთ. მისი გალხობა ოთახის ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. არ წამოადუღოთ. გაყინული წყალი ძილის წინ მაცივრიდან გამოიღეთ, მთელი ღამე ოთახის ტემპერატურაზე გაადნეთ და დილით დალიეთ.
დაბოლოს, კიდევ რამდენიმე რჩევა:
ნუ გაყინავთ წყალს მეტალის ტარაში. უმჯობესია, პლასტიკატის ბოთლები გამოიყენოთ, რომელსაც მიითებული აქვს ნიშანი - "სასმელი წყლისთვის" და არა "ტექნიკური ნივთიერებებისთვის".
გაყინვის დროს პირველად წარმოქმნილი ყინული უნდა გადააგდოთ. იგი მაგნიტივით იზიდავს წყალში არსებულ ყველა ცუდ ნივთიერებას. აგრეთვე, უნდა გადააგდოთ გალხობის დროს წყალში დარჩენილი ყინულის გულიც.
ერთ ჯერზე იმდენი წყალი უნდა გაყინოთ (დაახლოებით 500-1000 მლ), რამდენსაც დღის განმავლობაში დალევთ.
გახსოვდეთ, რომ გასალხობად და მით უმეტეს, დასალევად არ გამოგადგებათ ბუნებრივი ლოლოები, ყინულები ან მაცივრის საყინულეში არსებული თოვლისა და ყინულისმაგვარი წარმონაქმნები.
გარდა იმისა, რომ მათში მავნე ნივთიერებები გროვდება, გადნობისას მას უსიამოვნო სუნი და გემო აქვს.
იხილეთ ასევე:
რა ხდება ორგანიზმში, როცა წყალს უზმოზე ვსვამთ - უნიკალური იაპონური მეთოდი (+ სქემა)
ცივ წყალს საჭმლის საწამლავად გადაქცევა შეუძლია