ვისაც ჯანსაღი თმის სწრაფად გაზრდა სურს მათთვის საინტერესო იქნება ეს ნიღაბი. ადვილი მოსამზადებელია და რაც მთავარია, კარგი შედეგი აქვს.
ერთ თვეში თმა 3-4 სმ-ით იზრდება და ქაცვის ზეთი ნამდვილი ბალზამია თმისთვის.
დაგჭირდებათ:
1 სადილის კოვზი "დიმექსიდი"
3 სადილის კოვზი ქაცვის ზეთი (ორივე იყიდება აფთიაქში)
ზეთი ორთქლის აბაზანაზე შეათბეთ და დაუმატეთ "დიმექსიდი". დიდხანს ურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. წაისვით თმაზე და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. თავზე შემოიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკი, შემდეგ თბილი პირსახოცი და გაიჩერეთ 2 საათი. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.