"გოგოებო, სუპერმეთოდს მივაგენი, რომელიც თვალების ირგვლივ წვრილ ნაოჭებს უკვალოდ აქრობს და ეს მითი არ არის, საკუთარ თავზე გამოვცადე!
არ დაიჯერებთ, იმდენად მარტივი რეცეპტია! მხოლოდ 1 ან 2 ინგრედიენტია საჭირო და ეფექტი სუპერი! მაშ ასე, ჩაინიშნეთ რეცეპტი:
იმისათვის, რომ დაიტენიანოთ თვალის ირგვლივ კანი და გაისწოროთ ნაოჭები, პრობლემურ ადგილებზე წაისვით კვერცხის გული, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
თუ ნაოჭები საკმაოდ ღრმაა, მაშინ კვერცხის გულს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ან ნუშის ზეთი. სულ ეს არის! ნუ დაიზარებთ ამ ნიღბის გაკეთებას და შედეგით, მერწმუნეთ, გაოცებული დარჩებით.