ყველა ტკბილეული მავნებელი არ არის. არსებობს ბევრი დესერტი, რომელიც არანაირ ზიანს არ მიაყენებს თქვენს ორგანიზმს – მათში არ არის არანაირი ქიმიური დანამატი და მინიმალურად შეიცავს შაქარს.
იფიქრეთ იმაზე, რომ შეცვალოთ მავნებელი ტკბილეული არანაკლებ გემრიელი და ნაკლებმავნებელი პროდუქტებით. თუ მათ ზომიერად მიირთმევთ, თქვენს სხეულსაც არ დაეტყობა არაფერი და ზიანსაც არ მიაყენებთ ორგანიზმს.
1. შავი შოკოლადი
მწარე, შავი შოკოლადი შედგება, ძირითადად, კაკაოსგან და შეიცავს სულ ცოტა რაოდენობით შაქარს. სწორედ კაკაოს მაღალი შემცველობის გამო ეს პროდუქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ასევე, შავ შოკოლადში შედის მაგნიუმი, კალცი და რკინა. 100 ქულა მას რძიან შოკოლადთან შედარებით!
2. ზეფირი
ზეფირი სხვა პროდუქტებისგან განსხვავდება ნაკლები კალორიულობით. აგარ-აგარი და პექტინი, რომლებიც ხარისხიანი ზეფირის შემადგენლობაში შედის, ძალიან სასარგებლოა ძვლებისთვის, ფოსფორი და ცილა კი – ამ ტკბილეულისგან ბონუსად გერგებათ.
3. მარმელადი
როგორც ზეფირი, მარმელადიც შეიცავს პექტინს. ეს ნივთიერება კი ხელს უწყობს ქოლესტერინის დაბლა დაწევას და არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.მარმელადი – ერთ-ერთი ყველაზე დაბალკალორიული ტკბილეულია.
4. ტყლაპი
ჰგავს მარმელადს. ტყლაპი – ნამდვილი ქალური ტკბილეულია. მისი მირთმევა საკმაო რაოდენობით შეგიძლიათ, თანაც სუფთა სინდისით, რადგან მისგან გრამსაც არ მოიმატებთ.
5. თაფლი
ნატურალური თაფლი – ვიტამინების, მინერალებისა და სასარგებლო მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. კალორიულობით თაფლი არ ჩამორჩება შაქარს, მაგრამ აქვს საოცარი თვისება: ის ბევრად ტკბილია! ასე რომ, თუკი ყავაში, ჩაისა და დესერტებში დაუმატებთ თაფლს, ის ორჯერ ნაკლები რაოდენობით დაგჭირდებათ, ვიდრე შაქარი. გემო არაჩვეულებრივი ექნება, ხოლო კალორიები – არც ისე ბევრი.
6. ჰალვა
ტრადიციული აღმოსავლური ტკბილეული, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ჰალვა დადებითად მოქმედებს კანზე. ის შეიცავს ვიტამინებს A და E. ასევე, ჰალვა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და ასუფთავებს ღვიძლს.
7. ლერწმის შაქარი
გადაუმუშავებელი, ყავისფერი შაქარი ბევრად სასარგებლოა ჩვეულებრივთან შედარებით. ის შეიცავს მაგნიუმს, კალიუმსა და რკინას. ლერწმის შაქარი იდეალურია მათთვის, ვინც უარს ვერ ამბობს ტკბილზე.
8. მურაბა
იმისათვის, რომ მურაბა სასარგებლო იყოს, ის სწორად უნდა იყოს მომზადებული. საუკეთესოა გახეხილი ხილით, თაფლით ან შაქრით მომზადებული მურაბა, რომელიც მაცივარში ინახება. ყველაზე სასარგებლოა კომშის და ჟოლოს მურაბა, რომელშიც დიდი რაოდენობით არის ვიტამინი C.
9. ცუკატები
ასკორბინის მჟავისა და ანტიოქსიდანტების დიდი შემცველობის გამო ცუკატები ძალიან სასარგებლო ტკბილეულია. ის კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას. ცუკატებითა და ჩირებით წახემსება ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგიძლიათ.
10. ხილი და კენკრა
ხილი და კენკრა მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასუფთავებს სისხლს და ამაღლებს მეტაბოლიზმს. ვიტამინები და მინერალები, ფრუქტოზა და სხვა უამრავი სასარგებლო ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ხილი – აუცილებელია შენი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. თუკი ხილითა და კენკრით ჩაანაცვლებ დესერტებს, შენ ნამდვილად დაიკლებ წონაში!
დატკბი სასარგებლო ტკბილეულით სინდისის ქენჯნის გარეშე – ეს არის პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ ფორმაში და გაიკაჟოთ ორგანიზმი. მიაჩვიეთ ბავშვიც სასარგებლო ტკბილეულს და დაიცავით ის ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებისგან, როგორებიც არის ღვიძლის, კუჭუკანა ჯირკვლის დაავადებები და ზედმეტი წონა.