ქალბატონებო, არსებობს საშუალება, რომელიც ხელის ერთი მოსმით კანის უამრავ პრობლემას მოგიგვარებთ. მას ქოქოსის კარაქი ჰქვია!
ეს ბუნებრივი საშუალება მართლაც საოცარია კანისთვის. ის ატენიანებს კანს, ასწორებს ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის ფერს და ათანაბრებს მის ზედაპირს.
ქოქოსის კარაქი საუკეთესოა პრობლემური კანისთვის – აღწევს რა კანის ღრმა ფენებში, არჩენს ანთებით პროცესს, აქრობს გამონაყარისგან დარჩენილ ნაწიბურებს.
იმისათვის, რომ ქოქოსის კარაქი კანმა კარგად შეიწოვოს, გააკეთეთ მისგან კრემი. მის მოსამზადებლად კი სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ კი, ყველაზე უსაფრთხო და სასარგებლო სახის კრემს მიიღებთ.
ინგრედიენტები:
ქოქოსის კარაქი (იყიდება სუპერმარკეტებში);
რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (ნებისმიერი, სურვილისამებრ).
აიღეთ მიქსერი და კარგად ათქვიფეთ ქოქოსის ზეთი მოსახერხებელ ჭურჭელში. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.
ათქვეფილი ქოქოსის კარაქის კონსისტენცია ნაღებისას უნდა ჰგავდეს. ეთერზეთი მას სასიამოვნო სურნელს შესძენს, თუმცა თავად ქოქოსის არომატიც თავისთავად შესანიშნავია. ასეთ კრემს, ალბათ, ვერსად შეიძენთ.