ეს კრემი საუკეთესოა გამომშრალი, ნახეთქებიანი და მობერებული ხელებისთვის, მას შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი და აღმდგენი ეფექტი აქვს.
დაგჭირდებათ:
1 კვერცხის გული;
1 სუფრის კოვზი თაფლი;
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (ან ჩვეულებრივი მცენარეული).
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად აურიეთ. გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში 2 სუფრის კოვზი მარილი. ამ ხსნარში ჩაყავით ხელები 10 წუთით. შემდეგ დაიბანეთ, შეიმშრალეთ და წაისვით მომზადებული კრემი. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ.
ასევე იხილეთ:
შინ მომზადებული საპონი ხელების გაუხეშებული კანისთვის