ადამიანის ჯანმრთელ ორგანიზმს გააჩნია უნარი, შეითვისოს საკვებისა და წყლისგან მიღებული მარილები, ზედმეტი კი გამოიყვანოს.
მაგრამ თუ ორგანიზმში დარღვეულია მარილოვანი ცვლა, მძიმე მარილები იწყებს დაგროვებას მათთვის მოსახერხებელ ადგილებში, რის შემდეგაც ჩნდება სხვადასხვა დაავადება, როგორიცაა ოსტეოქონდროზი და სახსრების სხვა დაავადებები.
1. გაწმენდა ბრინჯით
ძილის წინ 3 ს.კ. ბრინჯს დაასხით 1 ლ წყალი. დილით წყალი გადაასხით, დაასხით ახალი წყალი და დადგით მოსახარშად. ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით ახალი წყალი და ისევ ხარშეთ 5 წუთი. ასე გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ. ოთხი ხარშვის შემდეგ მიირთვით ბრინჯი თბილ მდგომარეობაში და 3 საათი არაფერი ჭამოთ. ამის შემდეგ იკვებებით ჩვეულებრივად. აუცილებელია, თქვენს რაციონში ჩართოთ ჩირი. გაწმენდის კურსი - 10 დღე.
2. გაწმენდა კეფირით და წიწიბურით
ორგანიზმიდან მარილების გამოყვანის ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია ფინეთში. ძილის წინ 2 ს.კ. დაფქულ წიწიბურას დაასხით 1 ჭიქა კეფირი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით მიიღეთ საუზმის მაგივრად. დანარჩენი დღე იკვებეთ ჩვეულებისამებრ. ასეთი დიეტის სულ რაღაც 5 დღე მნიშვნელოვნად შეამცირებს "მარილოვან" მარაგს და გარდა ამისა, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
სრულად იხილეთ: reitingi.ge