ამჯერად ყურადღებას წარბებზე შევაჩერებთ. ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალს თვალშისაცემად შეუძლია თქვენი გარეგნობის შეცვლა.
წარბების ფორმები პირობითად შეიძლება ოთხ ტიპად დაიყოს: მრგვალი, სწორი, მოხრილი და ტეხილი. თუ ყურადღებით დავაკვირდებით კინო და პოპ-ვარსკვლავთა წარბებს, შევამჩნევთ, რომ მათი უმეტესობა უპირატესობას ტეხილ ფორმას ანიჭებს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, მერილინ მონროს, ეშლი ჯადისა და კრისტინა აგილერას წარბები გავიხსენოთ.
მოდელები, პირიქით, უფრო ბუნებრივ, პირდაპირ ან მოხრილ ფორმას ირჩევენ. წარბების ამოქნა და შეღებვა ბევრისთვის ხშირი და ჩვეული რიტუალია. ამ სფეროს სპეციალისტები ბევრ სიახლეს გვთავაზობენ. არსებობს წარბების კორექციის შედარებით სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდი.
საჭიროა: თვალის თეთრი ფანქარი, წარბების აპლიკატორი, პინცეტი, მუქი ნაცრისფერი ან ყავისფერი ჩრდილები ან ფანქარი და წარბების მყარი ფუნჯი.
აპლიკატორი არის სპეციალური შაბლონი წარბებისთვის, რომელიც დამზადებულია მცირე ზომის დრეკადი პლასტიკატისგან და რომლის შუა ნაწილშიც ამოჭრილია წარბის ესა თუ ის ფორმა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge