ეს ნიღაბი ხელის ყველაზე გაუხეშებულ კანსაც კი ნაზსა და მოვლილს გახდის, ხოლო მტვრევად ფრჩხილებს გაამაგრებს.
ინგრედიენტები:
1 ჩაის კოვზი თაფლი;
1 საშუალო ზომის კარტოფილი;
5-7 წვეთი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი:
გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი და გახეხეთ წვრილ სახეხზე.
კარტოფილის მასაში დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაიდეთ სუფთა ხელებზე. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით ხელის კრემი.