რისთვის? კანის გასაღიავებლად, პიგმენტური და ასაკობრივი ლაქების, ჭორფლის გასაქრობად.
ინგრედიენტები:
1/4 ჭიქა ბაბუაწვერას ყვავილი;
2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი;
2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი;
დრო: 10 წუთი
მომზადების წესი:
დაასხით ბაბუაწვერას ყვავილს აბუსალათინის და მზესუმზირის ზეთი.
დადგით წყლის აბაზანაზე.
გააჩერეთ 3 საათი ძალიან დაბალ ცეცხლზე ისე, რომ არ მისცეთ მასას ადუღების საშუალება.
გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ (დასჭირდება 2-3 საათი).
გაწურეთ და ჩაასხით ჰერმეტულ ჭურჭელში.
გამოყენება:
წაისვით მომზადებული მასა პრობლემურ ადგილებზე და გაიჩერეთ 10 წუთი.
რეკომენდაციები:
მკვეთრი ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების შემთხვევაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად, 2-3 კვირის განმავლობაში.
შედეგი:
გლუვი და სუფთა კანი ლაქების გარეშე.