ნიღაბი აჩერებს თმის ცვენას, მატებს თმას ბზინვარებას და აცილებს ზედმეტ ცხიმს. თუ თავი ძალიან დასაბანი არ არის, შამპუნის ნაცვლად დაიბანეთ ამ ნიღბით.
ნიღაბი მზადდება შემდეგი წესით:
1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი გახსენით კეფირში, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ან მცენარეული ზეთი.
მიღებული მასა წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, კარგად შეიზილეთ, შეიფუთეთ ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ კი დაიხურეთ შალის ქუდი. გაიჩერეთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.