რეცეპტი მარტივია:
1 კვერცხის გული;
1 ჩაის კოვზი თაფლი;
0,5 ჩაის კოვზი ნებისმიერი ზეთი (საუკეთესო იქნება – ყურძნის წიპწის, ქოქოსის, ნუშის ან კაკაოს ზეთი. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთი ან თუნდაც კარაქი)
თაფლი გახსენით თბილ წყალში და დაუმატეთ კვერცხის გული+ზეთი. დაიდეთ ტენიან თმაზე, დაიფარეთ ჯერ შხაპის ქუდი ან ცელოფანი, შემდეგ პირსახოცით შეიხვიეთ. გაიჩერეთ ერთი საათი. სახეზე 15 წუთიც საკმარისი იქნება.
ეფექტის დასაფიქსირებლად ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ.