რეცეპტში მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები შედის. მისი მომზადება ძალიან მარტივია, დაგიჯდებათ იაფი და შეუდარებელ ეფექტს მიიღებთ!
მომზადების წესი:
2 სუფრის კოვზი შავი თიხა გახსენით წყალში თხელი არაჟნის კონსისტენციამდე. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, წაისვით თეძოებზე, ბარძაყებზე, გვერდებსა და დუნდულებზე. შეიფუთეთ კულინარიული ცელოფნით და თბილი პლედიც შემოიხვიეთ. დაწექით ერთი საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ტანის კრემი.
თავდაპირველად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ. შედეგი არ დააყოვნებს!