ვაშლის ძმარი - მართლაც უნიკალური პროდუქტია, რომელსაც ქორფა ვაშლის, პრაქტიკულად, ყველა სასარგებლო თვისება აქვს შენარჩუნებული.
1. თმის მოსავლელად
შამპუნით ყოველი დაბანის შემდეგ გადაივლეთ ერთ ჭიქა წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი - ამ მეთოდით გაიმაგრებთ თმის ძირებს, შეიჩერებთ ცვენას და აბრეშუმივით მბზინავს გახდით თმას.
2. სახის მოსავლელად
ვაშლის ძმარი საუკეთესოა სახის კანის ზედაპირისთვის PH ბალანსის შესანარჩუნებლად. გააზავეთ ვაშლის ძმარი წყალში 2:1-ზე პროპორციით, დაასველეთ ბამბის ტამპონი მომზადებულ სითხეში და გაიწმინდეთ დილა-საღამოს სახე ამ ლოსიონით სახის დაბანის შემდეგ და გადაისვით დამატენიანებელი კრემი. ეს ლოსიონი აფერმკრთალებს პიგმენტურ ლაქებს.
3. გასარუჯად
თუკი რთულად იღებთ რუჯს, ყოველდღიურად მიიღეთ ვაშლის ძმრის აბაზანა. ამისათვის საკმარისია გაავსოთ აბაზანა თბილი წყლით და ჩაასხათ მასში 2 ჭიქა ვაშლის ძმარი.
4. თუკი კიდურები ადვილად გეღლებათ და გიშუპდებათ
დატვირთული დღის შემდეგ გაიკეთეთ კიდურების მასაჟი ვაშლის ძმრის გამოყენებით.
5. ეპილაციის შემდეგ
ვაშლის ძმარი დაამშვიდებს კანს ეპილაციისა და გაპარსვის შემდეგ. შეურიეთ წყალში ვაშლის ძმარი (1:1) და წაისვით იმ ადგილებზე, სადაც ეპილაცია გაიკეთეთ.
6. კბილების მოსავლელად
ვაშლის ძმარი შესაშნავი ბუნებრივი საშუალებაა კბილებიდან ნადებისა და ლაქების მოსაშორებლად. კბილების ყოველი გახეხვის შემდეგ გამოივლეთ ვაშლის ძმარი პირის ღრუში, შემდეგ კი კარგად გამოივლეთ წყალი.
7. წონაში დასაკლებად
ვაშლის ძმარი ძალიან ეფექტურად ებრძვის ორგანიზმში დაგროვილ ცხიმს. გააზავეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე.
8. ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
მოწამვლის შემთხვევაში ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ლიტრ სასმელ წყალში და მთელი დღის განმავლობაში სვით.