სახის კუნთების ვარჯიში – საოცარი რამ არის. ის ხსნის დაღლილობას, ამკვრივებს მოშვებულ ნაკვთებს, რაც ხშირ შემთხვევაში სახეს იმაზე მეტად აბერებს, ვიდრე ნაოჭები.
ყველა ვარჯიშისთვის ოქროს წესია: დაჭიმულობისა და მოდუნების ცვლა!
დაჭიმულობისას ვითვლით 5-მდე, ხოლო შემდეგ შეგვიძლია მოვადუნოთ კუნთები. თავდაპირველად საკმარისი იქნება 5-5-ჯერ შეასრულოთ ვარჯიშები, შემდეგ კი გაზარდეთ 15-მდე. შედეგი არ დააყოვნებს.
თავდაპირველად ვარჯიშები შეასრულეთ სარკის წინ. შემდეგ უკვე ზეპირად გეცოდინებათ. მხოლოდ 7 ვარჯიშს შეუძლია ფაქტობრივად სრულიად შეგცვალოთ.
რჩევა: ვარჯიშების შესრულების დროს გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ემოციური მომენტები. ასე მეტი ეფექტი ექნება და ამასთან ვარჯიში დროის სასიამოვნოდ გატარებასთან ასოცირდება.
1. ვარჯიში ორმაგი ნიკაპისთვის.
გამოწიეთ ნიკაპი წინ, ქვედა ტუჩი დაუშვით ქვევით და ამასთან ერთად ძლიერად დაჭიმეთ ნიკაპისა და ყელის კუნთები. ვარჯიშის სწორად შესრულების შემთხვევაში ყელზე კუნთების რელიეფი გამოისახება. დაითვალეთ 5-მდე და მოდუნდით.
2. ვარჯიში შუბლზე ნაოჭებისთვის
საჩვენებელი თითები დააწყვეთ წარბის გაყოლებაზე და დაწიეთ წარბები ქვემოთ. ეცადეთ, რომ წარბებით გადალახოთ თითების წინააღმდეგობა ისე, რომ დაგეჭიმოთ შუბლის კუნთები. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მოდუნდით.
3. ვარჯიში ჩამოწეული ლოყებისთვის
ძალიან სახალისო ვარჯიშია. ფართედ გაიღიმეთ ისე, რომ დაჭიმოთ ტუჩებისა და ლოყების კუნთები. თითებით ორივე ლოყაზე შეუქმენით დაბრკოლება ღიმილს. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მოადუნეთ სახის კუნთები.
4. ვარჯიში დაღლილი თვალებისთვის
დაჭიმეთ თვალის ირგვლივ ქუთუთოები, გაახილეთ რაც შეიძლება ფართეთ თვალები. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მოდუნდით.
5. ვარჯიში ჩამოწეული ტუჩის კუთხეებისთვის
შეწიეთ ტუჩები შიგნით და დაიჭირეთ კბილებით, შეეცადეთ წიოთ პირის კუთხეები ზემოთ. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ ჩამოუშვით ტუჩები და მოდუნდით.
6. თვალის ირგვლივ ნაოჭებისთვის
დაიფარეთ დახუჭულ თვალებზე საჩვენებელი თითები და გაწიეთ თვალის შიდა კუთხეები საფეთქლებისკენ, ამასთან დაჭიმული გქონდეთ ქვედა ქუთუთო. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მოდუნდით.
7. ვარჯიში სახის მკვეთრი
ოვალისთვის
გამოწიეთ წინ ქვედა ყბა, პირი ღია გქონდეთ. მთელი ძალით დაჭიმეთ ლოყები, ნიკაპი, ყელისა და ქვედა ყბის კუნთები. დაყავით ამ მდგომარეობაში 5 წამი, შემდეგ მთლიანად მოდუნდით.