უკვდავების ინდური ელექსირი: მომინანქრებულ ქვაბში ჩადეთ საშუალო ზომის ორი თავი ნიორი. დაასხით 1 ლიტრი რძე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
ადუღეთ 5-7 წუთი. შეაგრილეთ, გაყავით ოთხ ნაწილად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში (დილით, შუადღისას, სამხარზე და საღამოს). მკურნალობის კურსია 5 დღე. სურვილისამებრ, გაიმეორეთ სამ თვეში ერთხელ. ნივრის სიმწარეს რძე კლავს. ამ რეცეპტს ინდოეთში უკვდავების ელექსირს უწოდებენ.
იტალიური მხნეობისა და დღეგრძელობის ელექსირი
2 სადილის კოვზ პიტნას დაასხით 1 ლიტრი წყალი. გააჩერეთ 5-10 წუთი და გადაწურეთ. დაუმატეთ 1/2 ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი თაფლი. მიიღეთ დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე. ეს ნაყენი უნდა დალიოთ თებერვლიდან აპრილის ჩათვლით და ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.