რომელ ჩვენგანს არ სურს, ერთ დილას გაიღვიძოს და სარკეში აღმოაჩინოს, რომ 10 წლით ახალგაზრდაა?
ზღაპრულად ჟღერს? ერთი შეხედვით, კი, თუმცა ეს მართლაც შესაძლებელია. საჭიროა, უბრალოდ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული 10 რჩევა და თქვენი გარდასახვა შეუმჩნეველი არ დარჩება.
1. მოიწესრიგეთ წარბები
იმისათვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, წარბები მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა გქონდეთ. სალონში სულ რამდენიმე წუთში გაგიკეთებენ ლამაზი ფორმის წარბებს; ასევე, გირჩევენ, რა ფერის ფანქრით იქნება უკეთესი მათი კორექცია.
2. დაიტენიანეთ კანი და გაითანაბრეთ ტონი
შეიძინეთ საშუალება, რომელიც დაატენიანებს თქვენს კანს და ტონს გაათანაბრებს. როცა კანი კარგად არის დატენიანებული, ის გლუვი, თანაბარი და ახალგაზრდული ჩანს!
3. გამოიყენეთ ახალგაზრდული პარფიუმი
პარფიუმის არჩევა – ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია თითოეული ქალისთვის. ბუნებრივი არომატის გამოყენებით შეძლებთ, ბევრად გაახალგაზრდავდეთ. როგორც წესი, ახალგაზრდობასთან ხილის არომატები ასოცირდება.
4. ერთი ტონით გააღიავეთ კოსმეტიკა
შეცვალეთ თვალის შავი ფანქარი მუქი ყავისფერით, გამოიყენეთ ჩრდილების თბილი ფერების პალიტრა. მუქი და მყვირალა აქცენტები კანის ნაკლოვანებებზე გაამახვილებს ყურადღებას, ეს კი არაფერში გჭირდებათ!
5. დაიმატეთ ცოტაოდენი ღაწვის ჩრდილები
არაფერი ისე არ აახალგაზრდავებს ქალს, როგორც ცოტაოდენი ღაწვის ჩრდილი. გამოიყენეთ იმასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფერი, როცა თქვენ მართლაც წითლდებით.
6. გაიდიდეთ ტუჩები
არ არის საჭირო, პლასტიკურ ქირურგთან გაიქცეთ, მსოფლიო კოსმეტიკის არსენალში საკმარისად მოიძებნება ისეთი საშუალებები, რომლებიც ტუჩებს უფრო გაგიმსხვილებთ. მაგალითად, ჩვეულებრივი ტუჩის მბზინავი საცხი.
7. მოუარეთ ხელებს
ხანდახან იმისათვის, რომ ვინმეს ასაკი გავიგოთ, საკმარისია, შევხედოთ მის ხელებს. იმისათვის, რომ ხელები დაბერებისგან დავიცვათ, აუცილებელია მათი მუდმივად დატენიანება და მზის სხივებისგან შორს დაჭერა.
8. გაითეთრეთ კბილები
როგორც წესი, კბილების მდგომარეობა ასაკთან ერთად უარესდება. კოფეინი, შაქარი, თამბაქო და სხვა ფაქტორები მათ სითეთრესა და ბზინვარებას უკარგავს. იმისათვის, რომ კბილები გავითეთროთ, საჭიროა, შევიძინოთ მათეთრებელი კბილის პასტა ან ვეწვიოთ სტომატოლოგს.
9. შეიცვალეთ ვარცხნილობა
შავი, გრძელი თმა ასაკს მატებს. თუ გსურთ, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, შეარჩიეთ საშუალო სიგრძის ან მოკლე, ღია ფერის ვარცხნილობა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ დრო სალონში სასიარულოდ, უბრალოდ, გაიშალეთ თმა ან გაიკეთეთ ასიმეტრიული "ჩოლკა".
10. ხშირად დაკავდით სექსით
ბრიტანელი მეცნიერების კვლევებმა დაამტკიცა, რომ ადამიანები, რომლებსაც რეგულარული სექსი აქვთ, 5-7 წლით ახალგაზრდად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვინც ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებს. ასე რომ, აქვს აზრი, დაფიქრდეთ და შეუთავსოთ სასიამოვნო სასარგებლოს.