ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ახალ კარტოფილს არაჟანი და კამა უნდა შევუთავსოთ, წიწიბურას - კატლეტი. კიდევ რამდენი წყვილის გახსენება შეგიძლიათ?.. გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ დუეტებს და მათზე უამრავ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.
შავი ლობიო და ბულგარული წიწაკა
შავი ლობიო რკინის საბადოა. რკინა ხორცშიცაა, მაგრამ ლობიოდან ორგანიზმი უფრო სწრაფად ითვისებს. ექიმი სინტია სასი ამბობს, რომ შავი ლობიოს რკინა ორგანიზმმა უკეთ რომ შეითვისოს, მას "ცე" ვიტამინით მდიდარი ბულგარული წიწაკა უნდა მიაყოლოთ.
ხორბლის პური და ნიორი, ხახვი
ორგანიზმმა ხორბლის პურიდან სასარგებლო ნივთიერებები სრულად რომ მიიღოს, იგი გოგირდით მდიდარ პროდუქტებთან - ხახვთან და ნიორთან ერთად უნდა მიირთვათ.
პომიდორი და ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი მდიდარია გულისთვის სასარგებლო ცხიმებით. იგი ამაღლებს "კარგი" ქოლესტერინის დონეს და დაბლა სწევს "ცუდს". ხოლო პომიდორთან ერთად გაათმაგებულად სასარგებლოა, რადგან ეხმარება ორგანიზმს პომიდორში არსებული ლიკოპინის უკეთ ათვისებაში.
ორაგული და სალათის ფურცელი
იმისათვის, რომ ორგანიზმმა პროდუქტებიდან "დე" ვიტამინი მიიღოს, მას კალციუმით მდიდარი პროდუქტი უნდა "დაეხმაროს". ამიტომ უხდება ერთმანეთს თევზი და სალათის ფურცელი.
ბროკოლი და ტომატი
ეს დუეტი კიბოს წინააღმდეგ იბრძვის. 2007 წელს რამდენიმე ათეულ ადამიანზე ცდა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც ბროკოლსა და პომიდორს მიირთმევდა, კიბო 52 პროცენტით შეუმცირდა.
მწვანე ჩაი და შავი წიწაკა
ამ დუეტის არსებობა არ გაგიკვირდეთ. მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლების გამოვლენაც შავ წიწაკას შეუძლია. სად უნდა გამოიყენოთ ასეთი შეთანხმება? თურმე, შავი წიწაკით, ნივრითა და ჯანჯაფილით შენელებული მწვანე ჩაი საუკეთესო მარინადი ყოფილა.
კურკუმა და შავი წიწაკა
კურკუმა ანტისეპტიკური და ანთებსაწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა შავ წიწაკასთან ერთად. კურკუმა შეიგიძლიათ ნებისმიერ კერძში გამოიყენოთ და არც მისი მეწყვილე დაგავიწყდეთ.
ბრიუსელის კომბოსტო და ზეითუნის ზეთი.
ეს მინი-კომბოსტო ძვლებისთვის სასარგებლო "კ" ვიტამინს შეიცავს. რომელსაც უკეთ აითვისებს ორგანიზმი, თუ ზეითუნის ზეთთან იქნება შერწყმული.
სალათის ფურცელი და ნუში
დავიწყებთ იმით, რომ ამ დუეტისგან იდეალური სალათის მომზადება შეიძლება. ახლა სალათის ფურცლებს რაც შეეხება. იგი მდიდარია "ე" და "კ" ვიტამინით, აგრეთვე ნივთიერებებით, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმს კიბოსგან იცავს. ხოლო ნუშთან ერთად ათასჯერ უფრო სასარგებლოა.
შავი შოკოლადი და ვაშლი
ეს წყვილი გულის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. შავ შოკოლადში ამოვლებული ვაშლის ნაჭრები სასარგებლო და გემრიელი დესერტია.
ნიორი და ორაგული
ნიორი თევზს გემოსაც სძენს და ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც ებრძვიან. ასე რომ, თუ გსურთ, ორგანიზმი "ცუდი" ქოლესტერინისგან დაიცვათ, თევზი ნივრით შეანელეთ.